კურტუა: ბარსამ შარშან 2 ფინალი მოგვიგო, რევანში გვაქვს ასაღები
ტიბო კურტუამ, „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბელგიერი მეკარე შარშან განცდილი მარცხების შემდეგ, „ბარსასთან“ რევანშს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გასულ სეზონში მათთან ორი ფინალი წავაგეთ. ამიტომ, ჩვენ გვსურს მოგება, თუმცა ეს ბარსელონასაც უნდა, რომელმაც ლა ლიგის კლასიკო წააგო და ახლა რევანში სწყურია.
ეს იქნება ორი გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდის შესანიშნავი მატჩი. საჭიროა ძალები კარგად აღვდგინოთ, რათა კვირას დასვენებული ფეხებით ვეცადოთ გამარჯვებას“,
– განაცხადა კურტუამ.
ბოლო ცნობებით, „რეალს“ შესაძლოა ფინალში კილიან მბაპე დაუბრუნდეს, რომლის თამაშიც აქამდე თითქმის გამორიცხული იყო, თუმცა ფრანგის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ჩაბი ალონსოს თქმით, ის „ელ კლასიკოში“ თამაშს შეძლებს.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი კვირას 23:00-ზე დაიწყება.