სონენი: ცარუკიანს მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო ექნება
UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად ექსპერტი ჩეილ სონენი არმან წარუკიანის მომავალზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და ამბობს, რომ მისი მომდევნო ორთაბრძოლა საჩემპიონო იქნება.
„კიდევ რამდენ ხანს ვაპირებთ ცარუკიანის „საპყრობილეში“ და გაურკვევლობაში გაჩერებას? იგი ამ მდგომარეობიდან მას შემდეგ უნდა გამოსულიყო, რაც UFC 317-ზე წონა, როგორც სათადარიგო მებრძოლმა, ჩააბარა.
ვფიქრობ, მისი შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება“,
– განაცხადა სონენმა.
22 ნოემბერს ცარუკიანმა დენ ჰუკერი მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. მას ამჟამად ზედიზედ ხუთ გამარჯვებიანი სერია აქვს. 24 იანვარს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი UFC-ის დროებითი ტიტულისთვის იბრძოლებენ. მათ შორის გამარჯვებული კი უკვე ქამრისთვის ილია თოფურიას შეხვდება.
ამ მდგომარეობაში, რთული წარმოსადგენია, თუ როდის და რა ვითარებაში მიიღებს ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლას.