„ცარუკიანი ძალიან მაგარია, მან და ილიამ აუცილებლად უნდა იჩხუბონ“ | კორმიეს კომენტარი
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დენიელ კორმიე მსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „დისიმ“ არმან ცარუკიანი შეაქო, მას მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ მან და ილია თოფურიამ აუცილებლად უნდა იჩხუბონ.
„არმან ცარუკიანი ძალიან მაგარი მებრძოლია და შესაძლოა, მსუბუქ წონით დივიზიონში საუკეთესოც იყოს. ისლამ მახაჩევი ქვესაშუალოში გადავიდა და არმანი ალბათ საუკეთესოა. ილია თოფურია საოცარი მებრძოლია და ვფიქრობ, არმანი და თოფურია საუკეთესონი არიან. მათ აუცილებლად უნდა იჩხუბონ.
პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი კარგი მებრძოლები არიან, მაგრამ თოფურიასა და ცარუკიანს რაღაც განსაკუთრებული აქვთ, რაც მაგარი ჩხუბის ორგანიზებაშიც დაგვეხმარება. არმანი ფანტასტიკური მებრძოლია და დენ ჰუკერთან შესანიშნავად გამოიყურებოდა.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიას, ოჯახური პრობლემების გამო, დროებითი პაუზა აქვს აღებული. მის არყოფნაში პიმბლეტი და გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბობენ და მათი ორთაბრძოლა 25 იანვარს გაიმართება.