ეკო გორგოძე
Aa
Aa

დამაჯერებელი გამარჯვება - გორგოძე კანბერას ჩელენჯერის 1/4-ფინალშია

ეკო გორგოძემ კანბერას ჩელენჯერის 1/8-ფინალში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ მოიუკა უჩიჯიმას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა WTA-ს რეიტინგში 89-ე ადგილზე მყოფი იაპონელი მეტოქე დამაჯერებლად, ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა.

კანბერას ჩელენჯერის მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქე ეგვიპტელ მაიარ შერიფსა და იაპონელ ჰიმენო საკაცუმეს შორის გამარჯვებული იქნება.

ცნობისთვის, ტურნირის პირველ წრეში ეკომ ასპარეზობას ამერიკელი ელვინა კალიევა გამოთიშა — 6:2, 6:7(2), 7:6(3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამ სეტში გაიმარჯვა | ეკო გორგოძე კანბერაში ძირითად ბადეში ითამაშებს
სამ სეტში გაიმარჯვა | ეკო გორგოძე კანბერაში ძირითად ბადეში ითამაშებს