ეკო გორგოძე
Aa
Aa

პირველი გამარჯვება ძირითად ბადეში | გორგოძემ 3-სეტიანი თრილერი მოიგო

ეკო გორგოძე კანბერას ჩელენჯერის 1/8-ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ბადის პირველი შეხვედრა ამერიკელ მეტოქესთან, ელვინა კალიევასთან გამართა და დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა.

გორგოძემ პირველი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა — ეკო 4:1 დაწინაურდა და 5:2-ზე პარტია კალიევას მოწოდებაზე შესრულებული ბრეიკით დახურა. მეორე სეტში კალიევას სამმაგი სეტპოინტი ჰქონდა, თუმცა გორგოძემ თამაში ტაიბრეიკამდე მიიყვანა, რომელიც 2:7 წააგო.

მესამე სეტი მსგავსი სცენარით წარიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად კვლავ ტაიბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო. გადამწყვეტ მომენტში ეკო შესანიშნავი იყო — 5:1 დაწინაურდა, საბოლოოდ კი ტაიბრეიკზე 7:3 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა — 6:2, 6:7(2), 7:6(3).

1/8-ფინალში გორგოძე მეორე ნომრად განთესილ მოიუკა უჩიჯიმას დაუპირისპირდება. იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 89-ე ნომერია და პირველ წრეში მედისონ ბრენჯი ორ სეტში დაამარცხა. გორგოძისა და უჩიჯიმას შეხვედრა თბილისის დროით 7 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა ამორიმს 10,05 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს
მანჩესტერ იუნაიტედმა ამორიმს 10,05 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს