რუბენ ამორიმი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა ამორიმს 10,05 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს

ცნობილი გახდა თანხა, რომლის გადახდაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ რუბენ ამორიმის გათავისუფლებისთვის მოუწევს.

როგორც talkSPORT-ი წერს, 2024 წლის ნოემბერში დანიშნული პორტუგალიელი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში 6,7 მილიონ ფუნტს შეადგენდა, „იუნაიტედში“ ყოფნის განმავლობაში მან 7,8 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

გარიგების პირობების თანახმად, მწვრთნელის დათხოვნის შემდეგ კლუბმა მას კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი მთლიანი თანხა უნდა გადაუხადოს, რაც 10,05 მილიონ ფუნტს შეადგენს.

როგორც ცნობილია, ამორიმის დანიშვნისას „წითელმა ეშმაკებმა“ „სპორტინგს“ კომპენსაციის სახით 9,5 მლნ ფუნტი გადაუხადა. ამრიგად, ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯამში 27,35 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ამორიმის წასვლას წინ უძღოდა მის მიერ „ლიდსთან“ მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ჩანდა, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამ დაძაბა ვითარება - ამორიმის წასვლის მიზეზები
რამ დაძაბა ვითარება - ამორიმის წასვლის მიზეზები