კვარას ნეაპოლში ეს სიყვარული არ უგრძნია | ჯემაილიმ ხვიჩაზე ისაუბრა
ბლერიმ ჯემაილიმ, რომელიც „ნაპოლიში'' 2011-14 წლებში თამაშობდა, RSI-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. შვეიცარიელმა პარალელი ლავეცისთან გაავლო და აღნიშნა, რომ ნეაპოლელმა ქომაგებმა არგენტინელის მიმართ გაცილებით დიდი სიყვარული გამოხატეს.
ბლერიმ ჯემაილი: „კვარაცხელიას გაუჭირდა კამპანიას ტოვებდა? დიახ, რადგან ის ქომაგების კერპი იყო. ნეაპოლელ ქომაგებში მეც ძალიან პოპულარული ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წასვლა არ შემეძლო.
შიდა ამბებს მოგიყვებით. ეზეკიელ ლავეცი სახლიდან ვერ გადიოდა, რადგან ადამიანები მანქანებს აჩერებდნენ, ქალაქი იკეტებოდა, მასთან შეხვედრა სურდათ. ვფიქრობ, კვარა ნეაპოლში აღარ იყო ბედნიერი. მას ის სიყვარული არ უგრძნია, რაც ნეაპოლელებს ლავეცის მიმართ ჰქონდათ, მაგრამ კვარამ რაღაც არაორდინალური გააკეთა, მან სკუდეტო თითქმის მარტომ მოიგო''.
2022 წლის ზაფხულიდან 2024 წლის დეკემრამდე ხვიჩა კვარაცხელიამ „პარტენოპეიში'' 107 მატჩში 30 გოლი შეაგდო და 29 საგოლე პასი შეასრულა. 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლის'' ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ამ სეზონში სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ დასახელდა. მეორე სეზონსა და მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ისეთივე პროდუქტიული აღარ ყოფილა, თუმცა პსჟ-ში საუკეთესო ფორმას იბრუნებს, რაც „მონაკოსთან'', „ლიონთან'' და „ლივერპულთან'' მატჩებში კარგად გამოჩნდა.