ისრაელ ადესანია
Aa
Aa

ნოკაუტით მეოთხე რაუნდში - ადესანიას პროგნოზი

კვირას, 9 მარტს, ალექს პერეირა ქვემძიმე წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრის დასაცავად მაგომედ ანკალაევს შეხვდება და ამ დაპირისპირებას წინ დიდი აჟიოტაჟი უძღვის. თავად ბრძოლის მონაწილეების კომენტარების გარდა, საკუთარ აზრს გამოთქვამენ სხვა სპორტსმენებიც და მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო ისრაელ ადესანიას შეფასებაა, რომელიც წლების მანძილზე ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ოქტაგონზე მისი ყველა გასვლა წარუმატებლად დასრულდა, ბოლო ჩხუბში კი ნასურდინ იმავოვთან დანოკაუტდა.

რას ამბობს ადესანია

ჩემი პროგნოზი ასეთია - პერეირა თავდაპირველად მეტოქისთვის დარტყმების მიყენებას ფეხების აქტიური გამოყენებით შეეცდება, შემდეგ კი ანკალაევი ბრაზილიელის საფირმო მარცხენა ჰუკსაც მიიღებს. ჩემი აზრით, პერეირა ნოკაუტით გაიმარჯვებს მეოთხე, ან უკიდურეს შემთხვევაში მეხუთე რაუნდში.

შეგახსენებთ, რომ პერეირა ადესანიას ორჯერ შეხვდა - ერთხელ მოწინააღმდეგე დაანოკაუტა, ერთხელ კი თავად დამარცხდა ნოკაუტით. მიუხედავად ამისა, მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ბრაზილიელმა ნიგერიელს ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებაც შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ფიზიევს ეფექტურად მოვუგებ, მახაჩევთან ჩხუბს მოვითხოვ“ - გეიჯი
„თუ ფიზიევს ეფექტურად მოვუგებ, მახაჩევთან ჩხუბს მოვითხოვ“ - გეიჯი