ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„აქ ბედნიერი ვარ“ - ვინისიუსი იმედოვნებს, რომ რეალთან კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს

ვინისიუს ჟუნიორი ამბობს, რომ „რეალში“ თამაში ოცნებაში ცხოვრების ტოლფასია და სურს, რომ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

24 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს „რეალში“ კიდევ 2 წელი დარჩა და ჭორების თანახმად, ის არაბული ლიგის სამიზნეა.

„ძალიან მშვიდად ვარ, რადგან ჩემი კონტრაქტი 2027 წლამდეა მოქმედი და ვიმედოვნებ, რომ მას რაც შეიძლება სწრაფად გავახანგრძლივებ, რადგან აქ ბედნიერი ვარ. ვთამაშობ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან. მყავს საუკეთესო მწვრთნელი, პრეზიდენტი, გულშემატკივრები. აქ ყველას ვუყვარვარ. უკეთესი ადგილი ვერ წარმომიდგენია“, - თქვა ვინისიუსმა.

ბრაზილიელი ესპანურ გრანდს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ლა ლიგა 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 12 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე
„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე