პაბლო გავი
Aa
Aa

გავი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება - პარიზელების სერიოზული განზრახვა

პაბლო გავიმ 2023 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ლამის ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და მართალია, პერიოდულად კარგად თამაშობს, თუმცა ძველი კონდიციების აღდგენა მაინც უჭირს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მას ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ათამაშებს და ამ სიტუაციით სარგებლობას „პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს.

უახლოეს მომავალში პარიზული კლუბის წარმომადგენლები კატალონიის დედაქალაქში ჩასვლასა და 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ. მართალია, „ბარსას“ შეფებს გავი მის თანამემამულე პედრისთან ერთად იმ ფეხბურთელთა სიაში ჰყავთ შეყვანილი, რომლებიც არ იყიდება, თუმცა დანი ოლმოს ბოლოდროინდელი პროგრესის ფონზე, შესაძლოა ჟოან ლაპორტასთვის „სენ-ჟერმენის“ მიერ შეთავაზებული 100 მილიონი ევრო მიმზიდველი აღმოჩნდეს.

საქმეს აიოლებს ის ფაქტიც, რომ ესპანეთის ნაკრებში პაბლოს დებიუტი ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს შედგა და პსჟ-ის ესპანელ დამრიგებელს ის განსაკუთრებით აფასებს, რის გამოც გამორიცხული არ არის, სულ მალე გავი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე ცნობილია
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე ცნობილია