Sky Sport Italia: ჯეკო და ემერსონი
Aa
Aa

Sky Sport Italia: ჯეკო და ემერსონი "ჩელსიში" გადავლენ

Sky Sport Italia-ს თქმით, ლონდონის „ჩელსიმ“ „რომასთან“ ედინ ჯეკოსა და ემერსონ პალმიერის ტრანსფერზე თითქმის მოილაპარაკა.

ჯეკოს აგენტი ამჟამად ლონდონში იმყოფება და ბოლო სატრანსფერო დეტალებს ათანხმებს, ხოლო ემერსონი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე თანახმაა და მისი წარმომადგენლები კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევას ელოდებიან.

როგორც იწერება, „ლურჯებს“ მიში ბატშუაის იჯარით რომში გაშვება და ამით თანხის ოდნავ დაკლება სურთ.

„რომას“ მოთხოვნა ჯამურად 60 მილიონი ევროა, რომლიდანაც 50 პირველ ეტაპზე უნდა დაიფაროს, დანარჩენი კი ეტაპობრივად ბონუსების სახით.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კლუბები გარიგების დასრულების შესახებ დღეს საღამოს გამოაცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები