Aa
Aa

"ტოტენჰემს" ახალი სამიზნე ჰყავს

Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" ზამთარში მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ფორვარდის კევინ გამეიროს გადაბირებას შეეცდება.

"დეზებს" გამეიროს იჯარით აყვანა სურთ. მაურისიო პოჩეტინოს თავდასხმის ხაზში მეტი კონკურენცია და მრავალფეროვნება სურს.

გამეიროს ცენტრფორვარდის გარდა ფლანგზე თამაშიც შეუძლია და ეს გარემოება მას კიდევ უფრო სასურველს ხდის.

"ატლეტიკოში" დიეგო კოშტას დაბრუნების შემდეგ, გამეიროს სათამაშო დრო ნელ-ნელა მცირდება და მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული სულაც არ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კევინ გამეირო "ატლეტიკოს" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 64 შეხვედრაში 22 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები