ვინისიუსი რეალისგან მბაპეზე და ბელინგემზე მაღალ ანაზღაურებას ითხოვს
ვინისიუსსა და „რეალს“ შორის არც ისე სახარბიელო ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდა, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენელი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჩანიშნულ მოლაპარაკებებს არც დაესწრო.
წლიურ ანაზღაურებაზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. Cadena SER-ი წერს, რომ ვინის სურს „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. წყაროს თანახმად, საუბარია 25+ მილიონ ევროზე.
თუ, ვინისიუსის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ის კლუბში ბელინგემზე და მბაპეზე მეტს მიიღებს.
„რეალმა“ მათ მოსთხოვა, რომ აუხსნან, თუ რატომ სურს ბრაზილიელს ბელინგემზე და მბაპეზე მეტის მიღება, მაგრამ ვინისიუსის წარმომადგენლების მხრიდან ამაზე კომენტარი არ კეთდება.
Cadena SER-ი დარწმუნებულია, რომ „რეალი“ ბრაზილიელს არ დათანხმდება, რადგან შემდეგ იმავეს მბაპე და ბელინგემიც მოინდომებენ. ეს კი გუნდში სიტუაციას არევს.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსის შეძენა საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბს სურს, რომელიც მზადაა ფეხბურთელს წლიურად 1 მილიარდი ევრო გადაუხადოს, რაც მას ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.