მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, რენატო მოიკანო, დომინიკ კრუზი
Aa
Aa

„დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესოა“ - მოიკანო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლებზე

მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ თავის პოდკასტში, Show Me The Money სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებზე ისაუბრა და ამ წონის ყველა დროის 3 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა, პირველ ადგილზე კი მოქმედი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი დააყენა.

რენატო მოიკანო:

„დომინიკ კრუზი სუპერმსუბუქი წონის ტოპ-3 საუკეთესოში შედის, ეს ეჭვგარეშეა. საუკეთესო მერაბ დვალიშვილია, 100%-ით, მან ყველას სცემა. მეორეზე ალჯოს დავაყენებდი, მაგრამ მერაბმა გაცილებით მეტი გააკეთა“. 

შეგახსენებთ, რომ მოიკანომ ბოლოს UFC 311-ზე იჩხუბა, სადაც საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევთან პირველივე რაუნდში დამარცხდა.

რაც შეეხება დვალიშვილს, მან ამავე ღონისძიებაზე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგესი: “რომან დოლიძემ ჩემთან ჩხუბზე უარი თქვა“
როდრიგესი: “რომან დოლიძემ ჩემთან ჩხუბზე უარი თქვა“