ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„რაც მომინდება ყველაფერს გავუკეთებ“ | ილია ისლამთან ჩხუბისთვის მზადაა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ინტერვიუ Mainevent-ს მისცა და განაცხადა, რომ მახაჩევთან ჩხუბი მისი სამომავლო გეგმების ნაწილია.

„მახაჩევთან ჩხუბი? ეს არის რაღაც, რის გაკეთებაც მინდა. UFC-ის ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზაცია მიიღებს, რადგან კარგად იციან, ბიზნესი როგორ წარმართონ და უდიდესი გამოცდილება აქვთ. თუ მეტყვიან, რომ ქამრის დაცვა განვაგრძო და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში დავრჩე, შეიძლება ეს გავაკეთო. თუმცა, თუ ასვლის უფლებას მომცემენ, ამასაც სიხარულით გავაკეთებ.

ისლამი შესანიშნავი მებრძოლია და Pound 4 pound რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა, მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ და ვიცი, რომ შემიძლია ყველაფერი გავუკეთო, რასაც მოვისურებ. რატომ? იმიტომ რომ, მასზე ბევრად უკეთესი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია ავსტრალიაში იმყოფება, სადაც ილიას ძმა, ალექსანდრე UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკის სპარინგ-პარტნიორი, კოლბი თიქნესი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„€70 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი არ ჩქარობს...“- რას წერს Le Parisien-ი კვარაზე
„€70 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი არ ჩქარობს...“- რას წერს Le Parisien-ი კვარაზე