ვან გაალი: დე ხეას თამაში არ სურს
Aa
Aa

ვან გაალი: დე ხეას თამაში არ სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა გუნდის კიპერ დავიდ დე ხეას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ესპანელი მეკარე ინგლისის „პრემიერლიგის“ მე-2 ტურში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გასამართ მატჩსაც გამოტოვებს.

„ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელის კითხვაზე, სურდა თუ არა მას „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ თამაში, დე ხეამ უარი განაცხადა. გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში დე ხეას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის იმდენად კარგად ვერ აჩვენებდა საკუთარ შესაძლებლობებს, როგორც ეს შარშან იყო. გასულ სეზონში იგი საუკეთესო იყო, ფანებმა ბოლო ორ სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის აირჩიეს. ახლა ყველაფერი სერხიო რომეროსა და მის ფორმაზეა დამოკიდებული. დე ხეა ამჯერადაც განაცხადს მიღმა დარჩება“ - განაცხადა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ესპანელი მეკარით მადრიდის "რეალი" არის დაინტერესებული. „ასტონ ვილასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩი კი დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები