დილა
Aa
Aa

ბენინელი ტალანტი გორის დილაში? - ვინ არის გაბრიელ მულერუ

საფეხბურთო კლუბ გორის „დილასთვის’’ დიდი ალბათობით 20 წლის ბენინელი მარცხენა მცველი გაბრიელ მულერუ ითამაშებს. როგორც ბენინური გაზეთი Le Confrère de la Matinée წერს, მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, თუმცა CrystalSport-ს კლუბში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელი „დილაში'' სინჯებზე იმყოფება. ფაქტია კლუბს ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს და მულერუს შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით, რაც მასზე ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით.

20 წლის ფეხბურთელმა ბენინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში აბომეის „დინამოში’’ 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

გასული წლის ნოემბერში გამოცემა Africa Foot-მა ტოპ სამი ბენინელი ტალანტი დაასახელა, რომლებიც იმ მომენტში ბენინში თამაშობდნენ. სიაში პირველზე გაბრიელ მულერუ იყო.

გაბრიელ მულერუს ბენინის 20-წლამდე ნაკრებში უთამაშია. გამოსარჩევია მისი გოლი განის 20-წლამდე ნაკრებთან მატჩში, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

       

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      უოტფორდმა ისევ წააგო | ჩაკვე თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო
      უოტფორდმა ისევ წააგო | ჩაკვე თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო