ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

დიდებული დომინირება - ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში ალკარასს მოუგო

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გულშემატკივრებმა მორიგი საოცარი დაპირისპირება იხილეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასს შეხვდა და 4 სეტში 4:6 6:4 6:3 6:4 დაამარცხა. ეს ყველაფერი კი 37 წლის ასაკში.

პირველი სეტი ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა. მოთამაშეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ხოლო მეცხრე გეიმში კარლოსმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა, სეტზე ჩააწოდა და მოიგო.

ამის შემდეგ, სერბის ჯერი დადგა. ჯოკოვიჩი ბრწყინავდა. მეორე სეტში ნოვაკმა 2 ბრეიკი შეასრულა, ალკარასმა ერთი. მეორე ბრეიკი კი სწორედ მაშინ შეასრულა, როდესაც 5:4-ს იგებდა.

მესამე სეტშიც მსგავსი სცენარი ვიხილეთ. მეოთხე სეტში კი სერბმა სუპერვარსკვლავმა ალკარასის პირველივე ჩაწოდება მოიგო და ამის შემდეგ სრულად დომინირებდა. მოწინააღმდეგეს ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ნოლეს AUS OPEN 10-ჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი და შვიონტეკი - 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონები
სინერი და შვიონტეკი - 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონები