ბენიელ დარიუში
Aa
Aa

ორმაგი თანხა ავიღე - დარიუში უკმაყოფილო არ დარჩა

არმან ცარუკიანის ტრავმითა და ბრძოლიდან ჩახსნით ყველაზე მეტად თუ ვინმე დაზარალდა, ბუნებრივია თავად სომეხ მებრძოლთან ერთად, ბენეილ დარიუშია, რომელსაც რენატო მოიკანოსთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ მათი ჩხუბი იმ უბრალო მიზეზის გამო გაუქმდა, რომ ეს უკანასკნელი დენა უაითმა ცარუკიანის შემცვლელად შეარჩია და სწორედ ბრაზილიელი უნდა დაუპირისპირდეს ისლამ მახაჩევს. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი თავად სპორტსმენმა გააკეთა.

რას ამბობს დარიუში

ყველაფერი ძალიან კარგად არის და არაფერს არ ვნანობ. ორგანიზაციამ გადამიხადა ბრძოლისთვის და ზედმეტი ფულიც ჩამირიცხეს, რაც გამარჯვების შემთხვევაში უნდა მიმეღო. მადლიერებას გამოვხატავ დენა უაითის, UFC-ის და ჰანტერ კემპბელის მიმართ. მესმის მათი და მართალია რენატოს მსგავსად მეც მინდოდა სატიტულო ბრძოლა, მაგრამ როგორც საჭიროდ ჩათვალეს, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რენატო მოიკანომ ბოლო ბრძოლა ფრანგ ბენუა სენ დენისთან გამართა და მეტოქე აშკარად უპირატესობით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“ - ცარუკიანის პირველი კომენტარი საჩემპიონო ჩხუბიდან ჩახსნაზე
„სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“ - ცარუკიანის პირველი კომენტარი საჩემპიონო ჩხუბიდან ჩახსნაზე