ნასერ ალ-ხელაიფი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ასეთი სცენარის ნახვას ვისურვებდი“ - ხაბიბი ლიგაზე პსჟ-ს ქომაგობს

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, მსუბუქი წონის დაუმარცხებელი (29-0-ზე)  ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე საუბრობს და პსჟ-ს მთავარ ფავორიტად ასახელებს.

„რომელი ფრანგული გუნდი მომწონს? მარსელი, თუ პსჟ? მე პარიზელებისკენ ვარ. ამ კლუბში ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს. მათ შორის მფლობელი ნასერ ალ ხელაიფიც ჩემი მეგობარია.

საფრანგეთი ევროპულ საფეხბურთო რუკაზე 15 წელია იმყოფება და ეს სწორედ პარიზელების დამსახურებაა. ჩემი აზრით, მათ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. მართალი გითხრათ, ძალიან მინდა პარიზელთა გამარჯვება ვნახო. ვისურვებდი, რომ სცენარი ასე განვითარდეს.

ნასერ ალ-ხელაიფი იმ ყველაფრის გამო, რაც მან ამ კლუბისთვის გააკეთა, ჩემპიონთა ლიგის თასს იმსახურებს. ლუის ენრიკეს წელს დიდებული გუნდი ჰყავს. ამ გუნდის შექმნისთვის ბევრი ფული, ემოციები და დრო დაიხარჯა",

- თქვა ხაბიბმა ერთ-ერთ იუთუბ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „არსენალის“ განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი 7 მაისს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს
„განსაკუთრებული ფეხბურთელია“ | არსენალთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას აქებს