პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„გაოცებული ვარ იმით რაც ვნახე“ - გუარდიოლა ბარსა ინტერზე

პეპ გუარდიოლა „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩით (3:3) აღფრთოვანებული დარჩა და თავისი ემოციები, შეხედულებები მაყურებელს გაუზიარა.

„გაკვირვებული ვარ, თუ რამდენად კარგი თამაში იყო. ასეთი მატჩების წყალობით, სტადიონები არასოდეს დაცარიელდება და ჩვენი ბიზნესი გაიზრდება. მე მხოლოდ მადლობელი ვარ ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისთვის, რომელიც ვიხილეთ - ორივე წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით გუშინდელი.

ისეთი თამაშის წყალობით, როგორსაც ბარსელონა აჩვენებს, სტადიონები არასოდეს იქნება ცარიელი. და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ამ ბიზნესში დიდი ხნის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგი იქნება, რამდენად ამაყობენ ბარსელონას ქომაგები.

და ვფიქრობ, ინტერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი წარმოუდგენლები არიან, ისევე როგორც მაშინ, როცა მათ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. როგორ იცავენ თავს, როგორ ახდენენ გადაწყობას და ამოსვლას, რამდენად არიან ფიზიკურად მომზადებულები და კარგად ორგანიზებულები.

სიმონე ინძაგი წარმოუდგენელი მწვრთნელია. მომავალ სამშაბათს და ოთხშაბათს ორი წარმოუდგენელი თამაში გველის. ეს ოთხი ფანტასტიკური გუნდი იმსახურებს იქ ყოფნას...“

- განაცხადა გუარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იყო თუ არა პენალტი - როგორ აფასებენ ეპიზოდს ცნობილი მსაჯები
იყო თუ არა პენალტი - როგორ აფასებენ ეპიზოდს ცნობილი მსაჯები