„შესაძლოა, იანვარში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერიც გახდეს“ - CBS Sports-ის სტატია ხვიჩაზე
ცნობილმა ამერიკულმა სპორტულმა ტელევიზიის CBS Sports-ის ვებგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც პსჟ-ში მისი ფუნდამენტური როლია განხილული.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველის პარიზულ გუნდში ტრანსფერი შესაძლოა, ისტორიის განმავლობაში იანვარში განხორციელებულ გარიგებებს შორის საუკეთესო გახდეს. ამ მონაცემებით, კი იანვარში ხვიჩას ტრანსფერი სამ საუკეთესო გარიებას შორის ნამდვილად შედის.
რა წერია სტატიაში:
კილიან მბაპეს წასვლის შემდგ, 2024/25 წლების დასაწყისში, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული რეფრენი იყო ის, რომ პსჟ-ს სუპერვარსკვლავური შეტევითი ტრიო არ ჰყავდა. სეზონის მეორე ნაწილში უსმან დემბელეს შედეგიანმა თამაშმა ეს მოსაზრება მცირედით შეარყია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ მისი თამაში ამ ნარატივს მთლიანად ეწინააღმდეგება. შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს ამ კლუბში წარსულში ნათამაშები ფეხბურთელებისგან შედარებით დიდება და აღიარება არ ჰქონია, მაგრამ იმ ხარისხის გათვალისწინებით, რასაც გვაჩვენებს, ნამდვილად იმსახურებს ნეიმარის, ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს გვერდით დაყენებას.
შესაძლოა, ამჟამად კლუბში მყოფ მოთამაშეებს შორის ის უფრო მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს და რა თქმა უნდა ასეც მოხდება, თუ ასეთი თამაშით პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნანატრ თასს მოუტანს. ეს კი სრულიად დამაჯერებლად ჟღერს სამშაბათს, არსენალთან 1:0 გამარჯვების შემდეგ. თუ პსჟ არსებობის ისტორიაში მთავარ მიზანს მიაღწევს, მაშინ დამაჯერებელი არგუმენტი იქნება იმისა, რომ კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე შთამბეჭდავი შენაძენია. ვირჯილ ვან დაიკმა და ნემანია მატიჩმა დიდი პრიზები მოიგეს, ლუის სუარესმა და ბრუნო ფერნანდეშმა სწრაფად დაიმკვიდრეს ადგილი თავის კლუბებში, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონია ასეთი გავლენა, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდა. ხვიჩამ საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი გოლით უსმან დემბელემ გაიტანა, პსჟ-მ კი მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.