ვოლფსბერგერის ისტორიული წარმატება | სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის თასის გამარჯვებულია
სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფეხბურთელის „ვოლფსბერგერი“ ფინალურ შეხვედრაში „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
???? @WolfsbergerAC, UNIQA ÖFB Cupsieger 2025! #GlaubeWilleMut pic.twitter.com/8S3uoVsm8w
— ÖFB - oefb.at (@oefb1904) May 1, 2025
შეხვედრის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა. ერვინ ომიჩის გადაცემით ანგელო გატერმაიერმა ისარგებლა და „ვოლფსბერგერი“ დააწინაურა. ალთუნაშვილს რაც შეეხება, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და სათამაშო დრო არ მისცემია. „ვოლფსბერგერმა“ არსებობის განმავლობაში პირველი, ისტორიული ტიტული მოიგო.
Campioni! ????????????#UNIQAÖFBCup pic.twitter.com/GuDnznPuxe
— ÖFB - oefb.at (@oefb1904) May 1, 2025
ალთუნაშვილს რაც შეეხება, საქართველოში, ის ქვეყნის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, 2-ჯერ საქართველოს თასი მოიგო, ერთხელ კი სუპერთასი დაისაკუთრა. „ვოლფსბერგერს“ მან „დინამო ბათუმიდან“ მიაშურა.