ხესუს ხილ მანსანო
Aa
Aa

რეალი არ ჩერდება - TV-სიუჟეტი ამჯერად სელტასთან მატჩის არბიტრებზე

როგორც ჩანს, მადრიდის „რეალში“ გაჩერებას და დამშვიდებას არ აპირებენ. უახლოეს დღეებში მორიგი ხმაური გველის, რადგან კლუბის ტელევიზიამ „სელტასთან“ მატჩისთვის დანიშნული მსაჯები გააკრიტიკა.

როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბმა“ ეს თასის ფინალის წინ გააკეთა და „ელ კლასიკომდე“ ერთი დღით ადრე დიდი ხმაური ატყდა, რამაც „რეალის“ მიმართ აგრესია გაზარდა.

ლა ლიგის 34-ე ტურში კვირას „რეალი“ „სელტას“ უმასპინძლებს. მატჩის მთავარ არბიტრად ხესუს ხილ მანსანო დაინიშნა, VAR-ზე კი ფრანსისკო ერნანდეს მაესო იმუშავებს.

Real Madrid TV-მ მატჩის წინ ორივე მსაჯის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და მათი კრიტიკა დაიწყო.

ხილ მანსანოს შემთხვევაში, საკლუბო არხმა გაიხსენა ჯუდ ბელინგემის მიერ 2024 წელს „ვალენსიასთან“ ბოლო წამზე გატანილი გოლი, რომელიც არბიტრმა გააუქმა (დარტყმის მომენტში საფინალო სასტვენი გაისმა). გარდა ამისა, ნახსენები იყო სხვა მატჩები, რომლებშიც მსაჯი მონაწილეობდა და ისინი „რეალისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ეს არის ხილ მანსანო, მსაჯი, რომელიც ბოლოდროინდელი მთავარი არბიტრების სკანდალის ცენტრშია. ახლა ის რეალი სელტას შეხვედრას განსჯის“.

- ნათქვამია Real Madrid TV-ზე გასულ სიუჟეტში.

ცალკე ვიდეოში Real Madrid TV აანალიზებს გუნდის მატჩებს, სადაც მაესო მუშაობდა. ტელეარხის ცნობით, რეალისთვის ეს თამაშები ყოველთვის არახელსაყრელი იყო.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის ფინალში „ბარსამ“ „რეალი“ 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელები მთავარ არბიტრს დაუპირისპირდნენ. ანტონიო რუდიგერმა 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ასევე წითელი ბარათი უჩვენეს ლუკას ვასკესსაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი დონის ფეხბურთელთან ასე თამაში გაუმართლებელია“ - ზეედორფი კვარა-ტიმბერის დუელზე
„ასეთი დონის ფეხბურთელთან ასე თამაში გაუმართლებელია“ - ზეედორფი კვარა-ტიმბერის დუელზე