ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

უიტეკერი: რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მახაჩევმა ცარუკიანთან წააგოს

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის სატიტულო ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება.

ავსტრალიელი მებრძოლი ვარაუდობს, რომ ამ ჩხუბს ისლამი მოიგებს.

„მესმის, რამდენად კარგია ცარუკიანი, მაგრამ თუ ჩვენ ვნახავთ ისლამის ჩხუბს დასტინ პორიესთან და შემდეგ არმანის ბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ, ვნახავთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ყველა ლაპარაკობს იმაზე, თუ რა კარგი იყო არმანი დებიუტში, მაგრამ შეხედეთ ისლამის ჩხუბისა და მეტოქეების დონზე. მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება მან წააგოს“, - თქვა უიტეკერმა.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვრის დილას, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიგიჟეა, იგივე დაღესტანში რომ მომხდარიყო...“ | ჯო როგანი ხაბიბის ინციდენტზე
„სიგიჟეა, იგივე დაღესტანში რომ მომხდარიყო...“ | ჯო როგანი ხაბიბის ინციდენტზე