Aa
Aa

"ლივერპულს" იმედი აქვს, რომ გორეცკას შეიძენს

Goal-ი, Mirror-ზე დაყრდნობით წერს, რომ "ლივერპულს" ჯერჯერობით ლეონ გორეცკას გადაბირების იმედი არ დაუკარგავს.

როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის გერმანელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი მიუნხენის "ბაიერნს" აქვს.

როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, მიუნხენელები ბუნდესლიგაში მოთამაშე ნებისმიერ მოთამაშეს მარტივად ყიდულობენ.

წინა კვირაში Bild-ი წერდა, რომ გორეცკასა და "რეკორდმაისტერს" შორის პრინციპული შეთანხმება არსებობდა, თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთელი არსად გადასულა.

როგორც ცნობილია, გორეცკას "შალკესთან" კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. გუნდის ინტერესებში შედის, რომ ის ზამთარშივე გაყიდოს.

"მერსისაიდელებს" ფეხბურთელთან შეთანხმების იმედი აქვთ. წყაროს ცნობით, "ლივერპულის" წარმომადგენლები გორეცკას აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლეონ გორეცკა "შალკეს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 130 შეხვედრაში 19 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები