ახალი კონტრაქტი სპეციალური პუნქტით - მესი დარჩენას აპირებს
ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2025 წლის დეკემბრამდე აკავშირებს და ბევრი თვლიდა, რომ მისი ამოწურვის შემდეგ, „ელ მონგოლიკო“ სამშობლოში დაბრუნდებოდა და კარიერის უკანასკნელ პერიოდს მშობლიურ „როსარიოში“ გაატარებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, ფლორიდელებთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან არგენტინელი ძალიან ახლოს არის.
იგეგმება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით, 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივება, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც MLS-ში შესვენების დროს, მესის იჯარის წესით ევროპის ნებისმიერ კლუბში შეეძლება გადასვლა. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მუნდიალს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს და გარდა ამისა, თავის საყვარელ „ბარსელონაში“ ასპარეზობის საშუალება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცეს.
გასული სეზონი „ინტერ მაიამისთვის“ წარუმატებელი გამოდგა, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. სამაგიეროდ, მესი ინდივიდუალურად არაჩვეულებრივი გახლდათ და რეგულარული პირველობა 20 გოლითა და 10 საგოლე პასით დაასრულა.