ანჩელოტის შემდეგ
Aa
Aa

ანჩელოტის შემდეგ "არსენალში" ბენზემასაც ელოდებიან!

ესპანური გამოცემები უკვე აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულიდან "რეალის" რეორგანიზაციას დაიწყებს.

მადრიდულ გრანდს ბევრი მოთამაშე დატოვებს და იქნებიან ახალი სახეებიც.

წამსვლელთა სიაში მოწინავე პოზიციებს გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა იკავებენ.

უელსელი ფეხბურთელის მსურველებად "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემი" სახელდებიან.

რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი ფორვარდის გადაბირებით "არსენალი" ინტერესება და 50 მილიონი ევროს გადახდასაც გეგმავს.

საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ზაფხულიდან "მეთოფეების" თავკაცი კარლო ანჩელოტი გახდეს, რომლის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი სწორედ ბენზემაა.

30 წლის ბენზემას სანაცვლოდ 50 მილიონი საკმაოდ სოლიდური თანხაა და წესით, სამეფო კლუბი წინადადების ოფიციალურად მიღების შემდეგ, მასზე თანხმობას განაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 385 შეხვედრაში 186 გოლი და 106 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები