Aa
Aa

ფაჩულიას სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი და მოულოდნელი მარცხი "კლიპერსთან"

გამთენიისას NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ოკლედნში "გოლდენ სტეიტმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 106:125 დამარცხდა.

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა "უორიორსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც თავის გუნდში შედეგიანობით საუკეთესოთა შორის მეორე იყო.

ზაზამ პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ამ დროში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი ზუსტად ისროლა, ხოლო 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

"გოლდენ სტეიტის" მხრიდან საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო.

ლოს ანჯელესელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი მსროლელი ლოუ უილიამსი გახლდათ, რომელმაც 50 ქულის ჩაგდება მოახერხა.

"უორიორსი" ამ მარცხის შემდეგ ისევე როგორც დასავლეთ კონფერენციას, ასევე მთელს ლიგას კვლავ ლიდერობს. მათ ანგარიშზე 33 მოგება და 9 მარცხია.

სტივ კერის გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს, ფაჩულიას ყოფილ გუნდთან "მილუოკი ბაქსთან" სტუმრად გამართავს.

ტურის სხვა შეხვედრების კი ასე დასრულდა:

დენვერი - ატლანტა 97:110
ჰიუსტონი - პორტლენდი 121:112
მემფისი - ნიუ ორლეანი 105:102
მილუოკი - ორლანდო 110:103
მინესოტა - ოკლაჰომა 104:88
ბრუკლინი - დეტროიტი 80:114
ნიუ იორკი - ჩიკაგო 119:122
შარლოტი - დალასი 111:115
ინდიანა - მაიამი 106:114
იუტა - ვაშინგტონი 104:107 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები