კოუტინიოს პირველი პრესკონფერენცია "ბარსაში" - ტრანსფერის ყველა დეტალი და ახალი გამოწვევები
ფელიპე კოუტინიომ დღეს „ბარსელონაში“ აუცილებელი პროცედურები გაიარა და კლუბის წევრი სრულფასოვნად გახდა.
ბრაზილიელმა შემტევმა „ბარსას“ ფეხბურთელის რანგში პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
„მოედანზე დასაბრუნებლად ცოტა დრო დამჭირდება. ვერ ვითმენ იმ მომენტამდე, როცა ბურთი ჩემს ფეხებთან აღმოჩნდება.
ლივერპული კვლავ კარგ პოზიციებს შეინარჩუნებს. მათ ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მათ ვან დეიკის სახით კარგი ტრანსფერი განახორციელეს. სალაჰის სახით კი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ. ვქომაგობ და მათთან ერთად ვიზეიმებ ტიტულებს, რომლებსაც ისინი მოიგებენ.
სხვა რომელიმე გუნდის გამო არასდროს დავტოვებდი ლივერპულს. ბარსელონა ჩემი ოცნება იყო და ის ასრულდა. მე საოცარ გუნდში მოვხვდი.

ბავშვობაში რონალდინიოს თამაშებს ვუყურებდი, რომ მაგია მენახა. ახლა იგივეს მესი აკეთებს. როცა „სპანიოლში“ ვთამაშობდი, „კამპ ნოუზე“ პირველად ვიასპარეზე და მაგია ცოცხლად ვნახე. მესიმ 4 გოლი გაიტანა, ეს საოცრება იყო. ის ისეთ რამეებს აკეთებს, რომ გაოცებისგან უბრალოდ პირს აღებ. მათ, ასევე ჰყავთ სუარესი, ინიესტა და პაულინიო.
მე ლივერპულში 5 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში გუნდისთვის ყველაფერს ვიღებდი. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ახლა კი ახალი გამოწვევების დრო დადგა. ლივერპულში ბევრი კარგი მოგონება და მეგობარი დამრჩა.
როგორც მოთამაშე კიდევ უფრო უნდა გავიზარდო. მესმის, რომ ჩემს წინაშე დიდი გამოწვევა დგას. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იყო გარიგება და რა თანხა იქნა გადახდილი. თუმცა, მთავარი მაინც ამბიცია და ოცნებებია. მე მსურდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით მეთამაშა.

ლივერპულში დავბრუნდები და ჩემს მეგობრებს გამოვემშვიდობები. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მომცეს.
არის, თუ არა 10 ნომერი ჩემი ფავორიტი? არა, არა. „ბარსელონაში“ 10 ნომერი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აცვია და ის მსოფლიოში საუკეთესოა“.
საინტერესოა, რო ფელიპეს „ბლაუგრნაში“ ტრანსფერი პირველებმა ვილიანმა, ლუკას ლეივამ, დავიდ ლუისმა და ვილიანმა მიულოცეს.
დღეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კოუტინიოს მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ის 20 დღე ვერ ითამაშებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის დებიუტი დიდი ალბათობით, 4 თებერვალს კატალონიურ დერბიში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ შედგება.
