Aa
Aa

"ბარსას" პირველი ტრანსფერი იერი მინდა იქნება - ყველაფერი შეთანხმებულია

როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ბარსელონას" პირველი შენაძენი არა ფელიპე კოუტინიო, არამედ იერი მინა იქნება.

23 წლის კოლუმბიელი მცველის "ბარსაში" ტრანსფერს კოლუმბიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ფაუსტინიო ასპირილიას პოსტი ადასტურებს, რომელმაც twitter-ზე შემდეგი დაწერა: "მოგესალმებით "ბარსელონაში", იერი მინა."

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებს მინას ტრანსფერი 14 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ მინას "ბლაუგრანაში" მისვლა, ავტომატურად ხავიერ მასკერანოს გუნდიდან წასვლის ნიშნავს.

არგენტინელი უკანახაზელი სავარაუდოდ კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები