Goal: მოლაპარაკებები სრულდება,
Aa
Aa

Goal: მოლაპარაკებები სრულდება, "ბარსა" პირად სატრანსფერო რეკორდს ამყარებს

Goal-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ კოუტინიოს გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

წყარო ექსკლუზიურად წერს, რომ კატალონიური კლუბი თავის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ და „ლივერპული“ 150 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ცნობილი გახდა, „ბარსას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და კლუბის დირექტორი ოსკარ გრაუ ბრიტანეთში პირადად გაემგზავრნენ და კოუტინიოს წარმომადგენლებთან კია ჯურაბჩიანთან და ჯულიანო ბერტოლუჩისთან მოლაპარაკებები გამართეს.

Goal-ი წერს, რომ მოლაპარაკებები ფაქტიურად დასრულებულია. მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს და პრესა ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების მოლოდინშია.

ბოლო ინფორმაციით, "ბარსელონამ" კოუტინიოს მაისურების დაბეჭდვის ბრძანება გასცა.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" ოფიციალურ ვებ გვერდზე მალე ბრაზილიელი ფეხბურთელის მაისურები გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში „ბარსელონამ“ უსმან დემბელეს სანაცვლოდ 105 მილიონი გადაიხდა, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით „დორტმუნდი“ 145 მილიონს მიიღებს, ეს კი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო, თუმცა 20 წლის ფრანგის პოზიციას სულ მალე კოუტინიო დაიკავებს, რომელიც ნეიმარისა (222 მილიონი) და მბაპეს (180 მილიონი) შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული მე-3 მოთამაშე გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები