გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორლანდომ ინდიანას მოუგო, ბითაძემ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ინდიანა“ 119:115 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

არსებული ინფორმაციით, ბითაძემ ფეხის მცირე დაზიანება 26 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ მატჩში მიიღო, თუმცა უკვე მომდევნო მატჩისთვის, რომელსაც „ორლანდო მეჯიქი“ 31 ოქტომბერს „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს, ქართველი კალათბურთელი მწყობრში უნდა იყოს.

აღსანიშნავია „ორლანდოს“ ფორვარდის, პაოლო ბანჩეროს შესანიშნავი თამაში, რომელმაც 50 ქულა, 13 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა.

რაც შეეხება NBA-ში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს, მისი „სან ანტონიო სპურსი“ შინ „ჰიუსტონ როქეტსთან“ 101:106 დამარცხდა. სანდროს სათამაშო დრო არ მისცემია.

მომდევნო მატჩს „სპურსი“ 31 ოქტომბერს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს მცირე დრო მისცეს - ორლანდოს ორიდან ორი
ბითაძეს მცირე დრო მისცეს - ორლანდოს ორიდან ორი