გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძეს მცირე დრო მისცეს - ორლანდოს ორიდან ორი

NBA-ს წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებაში „ორლანდომ“ მშვენიერი სტარტი აიღო საწყისი ორი მატჩიდან ორივე მატჩი მოიგო. პირველ ტურში სტუმრად „მაიამისთან“ (97:116) მოპოვებული 19-ქულიანი გამარჯვების შემდეგ, „მეჯიქმა“ ამჯერად საკუთარ დარბაზში „ბრუკლინს“ (116:101) აჯობა და პოზიციები განიმტკიცა.

სამწუხაროდ, გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა და პარკეტზე გატარებულ 6 წუთში ის თანაგუნდელებს 3 ქულასთან ერთად, 2 მოხსნით დაეხმარა. „ორლანდოს“ 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა ორიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან სროლა კი არ უცდია. გოგამ ორიდან ერთ შემთხვევაში ბურთი დაცვაში, ერთხელ კი შეტევაში თამაშისას მოხსნა. „მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო 29 ქულით, 6 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახლდათ.

ორი მატჩიდან ორი მოგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს „ბოსტონ სელტიქსთან“, „კლივლენდ კავალიერსთან“ და „ატლანტა ჰოუქსთან“ ერთად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი ბითაძე და მისი თანაგუნდელები ამაღამ, თბილისის დროით 04:00 საათზე „მემფისთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჩემპიონო გუნდი ჰყავთ - შაკილ ონილის პროგნოზი
საჩემპიონო გუნდი ჰყავთ - შაკილ ონილის პროგნოზი