ნიგერიის ნაკრები
Aa
Aa

ნიგერიელთა პროტესტი - თვითმფრინავი სხვა აეროპორტში დაეშვა

ნიგერიის ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიბიის გუნდთან აფრიკის ეროვნებათა თასის შესარჩევი მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა. პროტესტის მიზეზი გუნდის თვითმფრინავის სხვა აეროპორტში დაშვებაა. შეხვედრა ქალაქ ბენღაზიში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ნიგერიელების თვითმფრინავი ალ-აბრაქის აეროპორტში დაჯდა, რომელიც სტადიონიდან ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს.

ნიგერიელი მოთამაშეები სხვადასხვა გამოცემებთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, მათ ყოველგვარი საჭმელ-სასმელის გარეშე, ლოდინი 12 საათის განმავლობაში მოუწიათ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ ხისტი გადაწყვეტილებისა, რომელიც გუნდმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით მატჩის მასპინძელი მხარის პოზიცია ასეთია - სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, რის გამოც მოხდა უზუსტობა და როდესაც ფაქტის წინაშე დადგნენ, მომხდარის გამოსასწორებლად და რიგი ღონისძიებების გასატარებლად, გარკვეული დრო სჭირდებოდათ. გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ ნიგერიელებთან გასვლითი თამაშის დროს, გარკვეული სახის პრობლემები მათაც შეექმნათ, თუმცა ამხელა ხმაური არ აუტეხავთ და მატჩზე სათამაშოდაც გამოცხადდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იმანე ხელიფის სარჩელი - ალჟირელი მოკრივე როულინგს და მასკს უჩივის
იმანე ხელიფის სარჩელი - ალჟირელი მოკრივე როულინგს და მასკს უჩივის