Aa
Aa

საშობაო სპექტაკლი - "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდი" დაამარცხა

საშობაო დაპირსპირება, რომელიც ოკლენდში "ორაქლ არენაზე" "გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის შედგა, "მეომრების" გამარჯვებით 99:92 დასრულდა.

მატჩამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა ფაჩულიას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა ქართველი ცენტრი ბოლო წუთებამდე სათადარიგო სკამზე დარჩა. როგორც ჩანს სტივ კერმა არ გარისკა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია არც სტეფ კარის.

ზაზას ნაცვლად მოთამაშე ჯორდან ბელმა კი 26 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

"გოლდენ სტეიტს" ტრადიციულად კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.

კლეი ტომპსონის ანგარიშზე 24 ქულა და 7 მოხსნა დაფიქსირდა. დრეიმონდ გრინმა კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი.

"კლივლენდის" რიგებში საუკეთესო კევინ ლავი იყო, რომელმაც 31 ქულასთან ერთად 18 მოხსნაც მიითვალა. რაც შეეხება "მეფე" ლებრონს, მისი მონაგარი 20 ქულა, 6 მოხსნა და 6 გასი იყო.

საშობაო ჯახის შემდეგ, "უორიორზსი" დასავლეთ კონფერენციაში 27 მოგებითა და 7 მარცხით კვლავ მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

"კლივლენდი" კი 24 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები