სალაჰმა თავისი აგენტი მადრიდში გაუშვა, რათა
Aa
Aa

სალაჰმა თავისი აგენტი მადრიდში გაუშვა, რათა "რეალთან" მოლაპარაკებები აწარმოოს

"ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა "რეალის" შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა და ამისთვის 200 მილიონი ევროც გამოყო.

მადრიდული კლუბი მზად არის, რომ "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევის მუჰამედ სალაჰის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, რომელსაც "მერსისაიდელები" დაასახელებენ.

Daily Star-ის ცნობით, სალაჰმა საკუთარი აგენტი მადრიდში გაუშვა, რათა "რეალთან" მოლაპარაკებები აწარმოოს.

წყარო წერს, რომ სამეფლო კლუბი ეგვიპტელი ფეხბურთელის გაფორმებას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ მოახერხებს.

რა თქმა უნდა, ტრანსფერის განხორციელება სეზონის დასრულების შემდეგ იგეგმება. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ინგლისელებმა თავიანთი ლიდერი ზამთარში დათმონ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰმა წლევანდელ სეზონში პრემიერლიგის ეგიდით 19 მატჩი ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები