Aa
Aa

"არსენალის" ყოფილი ვარსკვლავი ტრაგიკულ მდგომარეობაშია - სუიციდზე ფიქრი და ძილი იატაკზე

ლონოდნის "არსენალის" ყოფილი მცველი, კოტ დ'ივუარელი ემანუელ ებუე უმძიმეს მდგომარეობაშია.

Mirror-თან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები აქვს და ის ცოლმა სახლიდან გამოაგდო.

"რა თქმა უნდა, განვიცდი. სახლი ვიყიდე და ახლა კვლავ პრობლემები მაქვს. ეს უსამართლობაა და მე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. ადვოკატისთვის ფული არ მაქვს, რომ მას გადავუხადო პროცესზე ბრძოლას აზრი ჰქონდეს. 

შიშში ვცოვრობ. პოლიციის მოსვლის მეშინია. სინათლის გამორთვა მიწევს, რომ ხალხმა ვერ გაიგოს ვარ თუ არა სახლში.

ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავ. არ ვაპირებ, რომ ტანსაცმელი ან რამე გავყიდო. ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფები. ფული, რომელიც ჩემი შრომით გამოვიმუშავე ბავშვებსა და ცოლს გავუგზავნე. თურქეთში ასპარეზობისას 8 მილიონი ევრო გამომივიდა, რომლიდანაც 7 ოჯახში მაქვს დახარჯული. ჩემს ცოლს რაც არ უნდა ეთქვა, მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი.

ტელევიზორის ყურების დროს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვხედავ და საკუთარი თავის მრცხვენია. მაგალითად, ვხედავ ტიერი ანრის და ვფიქრობ, რომ მეც იქ უნდა ვიყო. ეს ყველაფერი ძალიან რთული გადასატანია.

ამჟამად ჩემს დასთან ვხოვროვ. არ მინდა, რომ მის ოჯახს ხელი შევუშალო და ამიტომ იატაკზე ვიძინებ. ჩემს შვილებთან ადრე კონტაქტი მქონდა, თუმცა ახლა ის საბოლოოდ გაქრა. ეს ძალიან რთულია. იძულებული ვარ მათ გარეშე ვიცხოვრო.

მხოლოდ ღმერთს შეეძლო, რომ დამხმარებოდა, რადგან მის გარეშე ჩემი გონებიდან სუიციდზე ფიქრს ვერ ამოვიგდებდი.

ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი რომელიმე ყოფილი თანაგუნდელი დახმარების ხელს გამომიწვდის. იმედი მაქვს გამომივა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს სასარგებლო რჩევებს მივცემ".

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ემანუელ ებუე ლონდონის "არსენალის" ღირსებას 2004-2011 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე 215 მატჩში 10 გოლი და 20 შედგეიანი გადაცემაა.

თავის დროზე, ებუე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლებოდა. 2005-2006 წლების სეზონში, ის UEFA-მ წლის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები