ქუთაისი 2010, გიორგი კორსანტია, ბექა ბექაური
Aa
Aa

ქუთაისი სლოვაკებთან დამარცხდა - სუპერლიგის ჩემპიონი ფიბა-ევროპის თასზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „ქუთაისი 2010“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის „ლევიცესთან“ 87:111 დამარცხდა, თუმცა ევროტურნირების გარეშე არ დარჩენილა და ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მატჩში ოთხივე პერიოდი დათმო და სლოვაკების უპირატესობა აშკარა იყო. ქუთაისელთა შორის ყველაზე შედეგიანი 12 ქულითა  და 3 მოხსნით ბექა ბექაური იყო, ხოლო გიორგი კორსანტიას (11 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი) გადაცემა, ძალიან ცოტა დააკლდა.

ფორმატის თანახმად, ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული ნებისმიერი კლუბი რანგით ყველაზე დაბალ საკალათბურთო ევროტურნირზე, ფიბა-ევროპის თასზე ხვდება და ასეა „ქუთაისი 2010“-ის შემთხვევაშიც - ტუღუშის მომზადებული კალათბურთელები J ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ბულგარეთის „ბალკანი“, გერმანიის „ტელეკომ-ბონი“ და ესპანეთის „ბილბაოსა“ და ლატვიის „ნეპტუნისის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

ცნობისათვის, ევროტურნირებზე თამაშის უფლება ქუთაისელებმა გასულ სეზონში სუპერლიგის მოგებით მოიპოვეს. კლუბმა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის ოქროს მედლები მესამედ მოიპოვა და სამივე შემთხვევაში მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონიკაშვილი სუპერლიგაში - თსუ-ს ევროთასზე დაეხმარება
ანდრონიკაშვილი სუპერლიგაში - თსუ-ს ევროთასზე დაეხმარება