რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

უფრო მეტი, ვიდრე კვარა-ოსიმენი - იტალიური მედია კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტზე

„კალიარისთან“ „ნაპოლის“ არაჩვეულებრივი მატჩის შემდეგ, იტალიურ მედიაში გამოხმაურებები არ წყდება. განსაკუთრებული აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს თამაშზე კეთდება.

Repubblica-მ მათ „ნაპოლის“ ახალი საგოლე ტყუპი უწოდა და პარალელი ოსიმენი-კვარა დუეტთან გაავალო.

რას წერს Repubblica:

„ლუკაკუ და კვარა კვლავ ფორმაში არიან. ბელგიელმა და ქართველმა გაანადგურეს „კალიარი“, ისევე როგორც „პარმა“, თუმცა ამჯერად გოლი ორივემ გაიტანა. ისინი ერთმანეთს არაჩვეულებრივად უგებენ და „ნაპოლის“ ახალი საგოლე ტყუპები არიან“.

„როგორც ჩანს, კვარა და ლუკაკუ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები და იდეალურად თამაშობენ, უფრო ბუნებრივადაც კი, ვიდრე კვარა და ოსიმენი“.

„ნაპოლიმ“ „კალიარი“ გამანადგურებელი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა. 4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით დროებით პირველ ადგილზე იმყოფება, რადგან „ინტერსა“ და „უდინეზეს“, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ, მიმდინარე ტურში თავისი მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.

ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველად სპალეტის შემდეგ - კონტეს ნაპოლი იუვეს კარგ ფორმაში ხვდება
პირველად სპალეტის შემდეგ - კონტეს ნაპოლი იუვეს კარგ ფორმაში ხვდება