ვენგერს უშვებენ?
Aa
Aa

ვენგერს უშვებენ? "არსენალმა" მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა შეარჩია

The Telegraph-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ლონდონის "არსენალმა" შესაძლოა არსენ ვენგერი დაითხოვოს, რომელსაც ამჟამინდელი ხელშეკრულება 2019 წელს უმთავრდება.

წყაროს ცნობით, "მეთოფეების" ჩაბარების ყველაზე რეალურ კანდიდატად პეპ გვარდიოლას ესპანელი თანაშემწე და "არსენალის" ყოფილი მოთამაშე მიკელ არტეტა სახელდება.

36 წლის არტეტას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია. ის 2016 წლიდან "სიტიში" გვარდიოლას თანაშემწედ მუშაობს.

მიკელ არტეტამ საფეხბურთო კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო, თუმცა მთავარ გუნდში ასპარეზობა ვერ შეძლო და კატალონია დატოვა. ის სხვადასხვა დროს "პსჟ"-ს, "რეინჯერსის", "სოსიედადისა" და "ევერტონის" ღირსებას იცავდა.

არტეტამ საფეხბურთო კარიერა 2016 წელს სწორედ ლონდონის "არსენალში" დაასრულა, სადაც მან 161 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 16 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები