ხუაკინმა კასილასის რეკორდი დაამხო
სევილიის "ბეტისის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხუაკინ სანჩესმა იკერ კასილასის რეკორდი დაამხო.
36 წლის ხუაკინმა ლა ლიგის გასულ ტურში "მალაგას" წინააღმდეგ თავისი 469-ე მატჩი ჩაატარა და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.
იკერ კასილასის ანგარიშზე 468 შეხვედრა იყო და აქამდე ლა ლიგის რეკორდიც სწორედ მას ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ ხუაკინ სანჩესის დებიუტი 2000 წელს "ბეტისის" შემადგენლობაში შედგა. ვეტერან ესპანელ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს "ვალენსიაში", "მალაგასა" და "ფიორენტინაში" აქვს ნათამაშები.
"ბეტისის" მაისურით ხუაკინის ანგარიშზე 284 შეხვედრაში 38 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემაა.