დეიან სტანოიევიჩი, რევაზ იმნაიშვილი
Aa
Aa

დინამო ჩემპიონთა ლიგას ახალი მწვრთნელით შეხვდება - გუნდის კაპიტნის კომენტარი

საქართველოს საუკეთესო გუნდი „დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში წლევანდელ სეზონშიც იასპარეზებს და ჯგუფურ ეტაპზე ქართველი წყალბურთელების მეტოქე გუნდები უკვე გაირკვა. „დინამოელები“ B ჯგუფში ხორვატიის „იადრანისა“ და უნგრეთის “ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ითამაშებენ, კიდეც ერთი მოწინააღმდეგე კი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული იქნება, რომლის ვინაობაც ცოტა ხანში გაირკვევა. კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა სერბ სპეციალისტს დეიან სტანოიევიჩს და პოსტის დატოვება მოუწია, რის თაობაზეც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კაპიტანმა რევაზ იმნაიშვილმაც ისაუბრა

რას ამბობს იმნაიშვილი

სავარჯიშო პროცესი და მზადების ეტაპები ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ დაიგეგმება - ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი სტანოიევიჩის შემცვლელი იტალიელი იქნება.

კენჭისყრას რაც შეეხება, წინასწარვე შეგუებულები ვიყავით, რომ რთული მოწინააღმდეგეები შეგხვდებოდა - „ფერენცვაროში“ არამხოლოდ ტურნირის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტია.

ლეგიონერებიდან ბორის ვაპენსკი, შტეფან პიეშივაცი და მარკო ტანკოვიჩი ჩვენთან რჩებიან, სხვა მხრივ კი ვიცი, რომ აქცენტი ქართველ წყალბურთელებზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ გასული ევროსეზონი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისისთვის“ ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემპიონთა ლიგასა და ევრო თასზე საერთო ჯამში ჩატარებული რვა მატჩიდან რვავე წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეექვსედ - დინამო წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია
ზედიზედ მეექვსედ - დინამო წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია