რუი მოტა
Aa
Aa

ათენის აეკს მოუგო - დილას ყოფილი მწვრთნელის წარმატება

არამხოლოდ „დილას“, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო ივნისში Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთპიროვნული ლიდერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუი მოტას წასვლა. გორიდან აბარგებული პორტუგალიელი სპეციალისტი უმუშევრად ერთი დღეც არ გაჩერებულა და სომხეთის „ნოა“ ჩაიბარა, სადაც მას გაცილებით სოლიდური ხელფასი დაუნიშნეს. თავად, გორის კლუბის ხელმძღვანელებმაც აღიარეს, რომ მათ მოტას არსად გაშვება არ უნდოდათ, მაგრამ ფინანსურმა გარემოებებმა თავისი როლი ითამაშა და იძულებულები გახდნენ მისთვის ხელი აღარ შეეშალათ.

მოტა რომ მაღალი დონის მწვრთნელია, ეს მან უმოკლედ დროში დაამტკიცა - მაშინ, როდესაც ევროტურნირებზე საქართველოს არც ერთი კლუბი აღარ არის დარჩენილი, „დილას“ ყოფილმა თავკაცმა „ნოა“ უეფას კონფერენს ლიგის პლეი ოფში გაიყვანა. სომხეთის გუნდმა ჯერ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „სლიემა“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა, ახლა კი სულაც დიდი სენსაცია მოახდინა და საკუთარ სტადიონზე საბერძნეთის „აეკის“ (3:1) ძლევის შემდეგ, სტუმრად ათენში მხოლოდ 0:1 დამარცხდა და  ჯგუფურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

რუი მოტას მომზადებული გუნდის მეტოქე ევროპის რანგით მესამე ტურნირის პლეი ოფში  „რუზემბეროკი“ იქნება და პირველი მატჩი 20 აგვისტოს სომხეთში, საპასუხო კი 29 აგვისტოს სლოვაკეთში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილას დირექტორი: „გუნდი არ დასუსტებულა, ბუღრიძესაც ვიმატებთ“
დილას დირექტორი: „გუნდი არ დასუსტებულა, ბუღრიძესაც ვიმატებთ“