იბერია 1999
Aa
Aa

მარცხი განმეორებით შეხვედრაშიც | იბერია 1999 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა. „იბერია 1999“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა და თურქული „ბაშაქშეჰირის“ ბარიერი ვერ გადალახა - 0:3 (ორი მატჩის ჯამში).

„იბერია 1999“-მა პირველი შეხვედრა 0:1 დათმო, განმეორებით მატჩში კი რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლი გაიტანეს, მაგრამ ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა და საწყისი 45 წუთი ფრედ, 0:0 დასრულდა.

„ბაშაქშეჰირმა“ ანგარიში 50-ე წუთზე გახსნა. თავი კშიშტოფ პიონტეკმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 62-ე წუთზე, დიმიტრიოს პელკასის ჯერი დადგა. ბერძენმა ფეხბურთელმა ჯარიმა გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „იბერია 1999“ კონფერენს ლიგას გამოეთიშა.

ცნობისთვის, „ბაშაქშეჰირს“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს და პლეიოფში ირლანდიურ „სენტ-პატრიკსს“ შეხვდება. ქართული კლუბი კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარწმუნებული ვარ, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ | UFC-ის მებრძოლი ილიასა და მაქსის ჩხუბზე
„დარწმუნებული ვარ, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ | UFC-ის მებრძოლი ილიასა და მაქსის ჩხუბზე