მარადონა - "რეალს": "გაყიდეთ ბეილი და იყიდეთ მბაპე"
ლეგენდარული დიეგო მარადონა, მადრიდის "რეალს", კილიან მბაპეს შეძენას ურჩევს და ამის შესახებ მოკლე კომენტარს აკეთებს.
"მათ, მბაპე უნდა იყიდონ. ჩემთვის, სამომავლოდ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ვფიქრობ, ბევრ მოთამაშეზე მაღლა დადგება.
ფლორენტინოს ამის შესახებ ვუთხარი კიდეც, თუმცა მან მიპასუხა, რომ გუნდში რონალდუ ჰყავს.
ბეილი უნდა გაყიდონ და ჩემი აზრით, იდეალური მისი "მილანში" ან "ინტერში" გაშვება იქნებოდა".
მარადონა მიიჩნევს, რომ მბაპე, გარეტ ბეილის იდეალური შემცვლელი იქნებოდა.
ესპანური პრესის თქმით, ბეილი "რეალს", ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს.