ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

ფრენსის ნგანუ MMA-ში დაბრუნდა - ბრძოლის თარიღი ცნობილია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ UFC-ში მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ლეგენდარული ფრენსის ნგანუ MMA-ში ბრუნდება.

კამერუნელმა მებრძოლმა UFC-ის დატოვების შემდეგ, კრივში გადაინაცვლა და ჯერ ტაისონ ფიურის, შემდეგ კი ენტონი ჯოშუას ეჩხუბა. ნგანუმ ორივე ბრძოლა დათმო. ამჯერად კი MMA-ში ბრუნდება, თუმცა არა UFC-ში. ფრენსისი PFL-ში (Professional Fighters League) იჩხუბებს.

ნგანუს PFL-თან მრავალმილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ის ბრძოლის გარდა საორგანიზაციო საბჭოს წევრიც იქნება. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კამერუნელი ლეგენდა 19 ოქტომბერს საუდის არაბეთში იჩხუბებს. მისი მეტოქე ბრაზილიელი 34 წლის ჰენან პერეირა იქნება, რომლის ბალანსიც 13:3-ზეა.

აქვე გეტყვით, რომ ნგანუ 2018 წლის შემდეგ დაუმარცხებელია. UFC-ში მან თავისი ბოლო ბრძოლა სირილ განის წინააღმდეგ გამართა და 5-რაუნდიან დაპირისპირებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი ტიტულის მესამედ შენარჩუნებაა“ - ძალოსნების მზადება ოლიმპიადისთვის
„მიზანი ტიტულის მესამედ შენარჩუნებაა“ - ძალოსნების მზადება ოლიმპიადისთვის