სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ბაზაძე: “ეს დიდი სირცხვილია, მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა“

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების შედეგად დამარცხდა.

ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელ ამერისთან უმძიმეს ბრძოლაში 14:15 წააგო და ოლიმპიადას დაემშვიდობა.

სანდრო იმდენად აღშფოთებული იყო, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ, ბილიკიდან არ გავიდა და ემოციებს ვერ თოკავდა.

ბაზაძე:

„ეს სირცხვილია! ეს ძალიან დიდი სირცხვილია! ეს ოლიმპიური თამაშებია და მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა. ბილიკიდან არ გავალ, დამელაპარაკეთ! რატომ არ მელაპარაკება მსაჯი? ეს დიდი სირცხვილია!“

ცნობისთვის, სანდრო 2:8-ს აგებდა, მაგრამ ძალების მოკრება შეძლო და ყველაფერი 14:14-მდე მიიყვანა, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ვანესა ჩუნჩონმა გამარჯვება ეგვიპტელს მიაკუთვნა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე ასევე მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები