მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რომას ინტერესი სერიოზულია და შეთავაზებაც მზადდება“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ უახლოეს პერიოდში, გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ „მეცს“ დატოვებს და სათამაშოდ რომელიმე მაღალი დონის კლუბში გადავა.

ქართველი შემტევის სახელს არაერთ სახელოვან კლუბს უკავშირებენ, მათ შორის „მონაკოს“, „ლანსს“, „ლაციოს“ და ა.შ.

დაიწერა „რომას“ ინტერესზეც, დღეს კი იტალიურმა მედიამ და „რომასთან“ დაახლოებულმა სააგენტო Laroma24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის მიმართ რომაელთა ინტერესი გაიზარდა და კლუბის ხელმძღვანელები ოფიციალური შეთავაზების გაკეთებასაც აპირებენ.

რა წერია სტატიაში:

გიორგი მიქაუტაძისადმი ინტერესი სერიოზულია, თუმცა, შეთავაზება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. რომაელები „მეცს“ ოფიციალური წინადადებით სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიმართავენ და შანსის გამოყენებას ეცდებიან.

გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ბოლო 20 შეხვედრაში მან 13 გოლი გაიტანა და როგორც „მეცის“, ისე საქართველოს ნაკრების ლიდერად იქცა.

მის მოსაპოვებლად რამდენიმე კლუბი იბრძვის, მთავარი ფავორიტი კი „მონაკოა“, რომელიც მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, „რომას“ ხელმძღვანელებს მისი პროფილი ძალიან მოსწონთ და არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან ის რომში ვიხილოთ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერენმა გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი მიქაუტაძის შეძენაზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და შესაძლოა, ყველაფერი მომდევნო კვირას გადაწყდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა | დავითაშვილი ბორდოს ტოვებს
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა | დავითაშვილი ბორდოს ტოვებს