The Times: შანსი "რეალს" - აზარი "ჩელსისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს!..
ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, ედენ აზარმა, "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.
წყაროს თქმით, 26 წლის ბელგიელი, მადრიდის "რეალის" ინტერესით მოხიბლულია და მისი წინადადების განხილვას გეგმავს.
დიდი ხანია იწერება, რომ "სამეფო კლუბს", აზარის შეძენა უნდა და ამ ტრანსფერის ყველაზე დიდი მოსურნე, მადრიდელთა თავკაცი - ზინედინ ზიდანია.
"ზიზუსთვის", აზარი, ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მის საკუთარ გუნდში გადაყვანაზე, კარგა ხანია ფიქრობს. თავად აზარმა კი რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაშზე ოცნებობს.
ედენ აზარს, "ჩელსისთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება, 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.